გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი USAID-ის კონკურსის გამარჯვებულია
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტი – ხატია ტიტველაშვილი, USAID-ის მიერ გამოცხადებული სტაჟირების ანაზღაურებადი კონკურსის გამარჯვებულია.
სტაჟირების მიზანი იყო საქართველოში სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და პერსონალისა და სტუდენტების გადამზადება შესაბამისი პროფესიული მოთხოვნების გათვალისწინებით.
ტრენინგის პირველი თვე დაეთმო თეორიულ მომზადებას და სასტუმროს ოპერირების შესწავლას. ტრენინგის მომდევნო ოთხ თვეს სტუდენტები ჩაერთნენ პრაქტიკულ სწავლებაში, სასტუმროს ყველა დეპარტამენტის მუშაობაში.
USAID-ის სტაჟირების პროგრამაში გრუნის სტუდენტი ბიზნესისა და მართვის სკოლის უშუალო დახმარებით ჩაერთო და საუკეთესო შედეგისათვის სერტიფიკატიც გადაეცა.
ამგვარი სტაჟირება ხელს უწყობს სტუდენტის დასაქმებას მსოფლიოს წამყვან ბრენდულ სასტუმროებში.
-
GRUNI-მ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან ოფიციალური აღიარება მიიღო
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი