GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ

2018 წლის 28 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სტუდენტები საგანმანათლებლო აქტივობის ფარგლებში, თბილისში, საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.

მათ შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომრის მოადგილე ბატონი ბექა ნაცვლიშვილს. შეხვედრის მთავარი თემა სოციალური პოლიტიკის საკითხები იყო. შეხვედრაზე განიხილეს შრომის ინსპექციის, საპენსიო და ჯანდაცვის რეფორმის აუცილებლობა, ასევე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები.

პარლამენტის ისტორიულ შენობაში მათ მეგზურობა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენეტის წარმომადგენელმა გაუწია. სტუდენტებმა მოინახულეს ისტორიული შენობა, გააცნენ საპარლამენტის შენობის არქიტექტურასა და ისტორიას.

სტუდენტებმა ასევე მოინახულეს საქართველოს პარლამენტის განახლებული პლენარული დარბაზი, პარლამენტის შიდა ეზოში საქართველოს გასაბჭოებისას დაღუპული იუნკერების მემორიალი და იქვე არსებული სამლოცველო. სტუდენტები დიდი ინტერესით გაეცნენ პარლამენტის შენობის არქიტექტურაში გამოყენებული ეროვნული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელ დეტალებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური