GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს თეა წულუკიანმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტუდენტებს შეხვდა და ქართული კანონმდებლობისთვის ინოვაციური პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ გააცნო. ღონისძიებას ეწრებოდნენ უნივერსტეტის რექტორი ბატონი მამუკა თავხელიძე, პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები.

აღნიშნული კოდექსი 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის გაერო-ს კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს.

პრეზენტაციაზე მინისტრმა პირადად მიაწოდა სტუდენტებს ინფორმაცია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის” შესახებ. ქალბატონმა თეამ დეტალურად განუმარტა ახალგაზრდებს, თუ რა სიახლეებია 18 წლამდე მოზარდების საქმეების გამოძიების კუთხით; რა მიდგომები ინერგება დაზარალებული, მოწმე და ბრალდებული ბავშვების მიმართ.

უნივერსიტეტში შეკრებილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ და საკუთარი აზრი გამოეთქვათ, როგორც არასრულწოლვანთა მართლმსაჯულების ახალი სისტემის, ისე, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ქალთა უფლებების დაცვის შესახებ.

,,გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ეს ჩემი მეორე სტუმრობაა. ამჯერად, ჩვენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე ვიმსჯელეთ, რომელიც არის სიახლე და ნოვატორული ტექსტი სისხის სამართლის მართლმსაჯულებაში. ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა უკვე ახალ, შესანიშნავ კამპუსში გაიმართა, რაც იმედს გვაძლევს, რომ გაიზრდებიან მომავალი თაობები, ვინც ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და ქვეყნის აღმშენებლობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს” – განაცხადა მინისტრმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური