გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი ჩატარდა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა დასაქმების ფორუმი.
უნივერსიტეტმა სხვადასხვა სექტორის 30-მდე წამყვან კომპანიას უმასპინძლა, რომლებმაც მრავალფეროვანი სადემონსტრაციო მასალა წარმოადგინეს, რათა სტუდენტები სრულად გაცნობოდნენ მათ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებს.
ახალგაზრდებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია დასაქმების, სტაჟირებისა და კარიერული განვითარების შესახებ.
ფორუმმა ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ისინი აქტიურად უზიარებდნენ კომპანიებს საკუთარ ინტერესებსა და სამომავლო გეგმებს.
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდებას, არამედ რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების ხელშეწყობას.
დასაქმების ფორუმი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის ძალისხმევას – სტუდენტებს განათლებასთან ერთად, კარიერული განვითარების მტკიცე საფუძველი შეუქმნას.
-
20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი