გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასაქმების სააგენტო HR-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, დასაქმების სააგენტო HR-ის კომერციულმა დირექტორმა ეთერ ლეშჩინსკაიამ და პროექტის დირექტორმა ირინა გაგოშიძემ ჩაატარეს პრეზენტაცია – „დასაქმების ფორუმი 2017“.
პრეზენტაციის ფარგლებში, ბათუმის წარმომადგენლობი და თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე მაგისტრანტები გაეცნენ ფორუმში მონაწილეობის პრინციპებსა და შესაძლებლობებს.
ინფორმაციისთვის: ფორუმზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია საბანკო/საფინანსო/სამედიცინო/ ტურიზმის და სხვა სფეროებიდან.
ფორუმი გაიმართება:
15 მაისს 11:00-15:00 სთ;
თბილისი, სასტუმრო ,,მილენიუმ ბილტმორი“ რუსთაველის გამზ. 29;
19 მაისს 12:00-14:00 საათამდე;
ბათუმი, „ჰილტონ ბათუმი“, რუსთაველის 40;
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი