GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის ზოგად უნარებში იმიტირებული გამოცდა ჩატარდა

17 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა პარტნიორი სკოლის აიბი „მთიების“ XII კლასელებისათვის ზოგად უნარებში იმიტირებული გამოცდა ჩაატარა.

გამოცდა საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების სრული დაცვით წარიმართა და მისი მიზანი იყო ზოგად უნარებში აბიტურიენტების ცოდნის დონის შემოწმება.

იმიტირებულ გამოცდაში 62 უფროსკლასელი მონაწილეობდა, მათთვის სპეციალურად ზოგადი უნარის ტესტები ამ სფეროში გამოცდილმა პედაგოგმა, უნივერსიტეტის პროფესორმა მაია გოგიაშვილმა შეადგინა. ტესტების შედეგები 24 მაისს გახდება ცნობილი და უნივერსიტეტი ყველა მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას პედაგოგისგან მიიღოს კონსულტაცია შესრულებულ ნამუშევართან დაკავშირებით.

იმიტირებულ გამოცდას ორგანიზებას უწევდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: მირანდა ჩარკვიანი, ნანა ბიჭაშვილი, გიორგი ნიორაძე, ხატია შალვაშვილი, სალომე ბერუაშვილი, როენა ბახია, მაგდა ლომაია, მანანა გელაშვილი, მარიამ ფარცვანია, გვანცა დარჩიაშვილი, თაკო ხატოიანი, თათა ჩანჩიბაძე, ლევან წიკლაური და ქეთი ქოქიაშვილი.

გამოცდას ხელმღვანელობდა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახური.

უნივერსიტეტმა საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებისათვის მიმდინარე წლის იანვარშიც ჩაატარა იმიტირებული გამოცდა ზოგად უნარებში, როდესაც 121 აბიტურიენტმა შეამოწმა თავისი ცოდნა და მიიღო კონსულტაცია უნივერსიტეტის პროფესორისაგან.

უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ყველა აბიტურიენტს მოახლოებულ ეროვნულ გამოცდაზე.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი