GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართება უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია “თანამედროვე ბიოლოგიური მეთოდები მედიცინაში”

ფოტო –
7538

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “თანამედროვე ბიოლოგიური მეთოდები მედიცინაში”. კონფერენცია ჩატარდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, 708 -ე აუდიტორიაში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი სასწავლო უნივერსიტეტის “გორგასალი” სტუდენტები.

განხილული იქნება თანამედროვე ბიოტექნოლოგიური კვლევის მეთოდები, მათი გამოყენების მნიშვნელობა და შედეგები სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე, მის პერსპექტივები.

გათვალისწინებულია კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების საფუძველზე შრომების კრებულის გამოქვეყნება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური