GRUNI-ს პროფესორების ავტორობით შექმნილი მონოგრაფია ჩეხეთისა და სლოვაკეთის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის
საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებში აქტიური მონაწილეობით, ცოდნის გაცვლითა და გაზიარებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ამკვიდრებს მაღალ სამეცნიერო-კვლევით კულტურასა და ქმნის ფართო კომპეტენციით აღჭურვილი ახალგაზრდა მეცნიერების მომზადების ეფექტურ სისტემას.
სულ ახლახან, საერთაშორისო პროგრამის „აღმოსავლეთ ევროპა და ინტერნაციონალური სამეცნიერო პლატფორმა” ეგიდით, გამოიცა კიდევ ერთი საინტერესო ელექტრონული სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია „განათლების ხარისხი საგანმანათლებლო დაწესებულებებში“.
მონოგრაფიის ავტორები არიან: სლოვაკი მეცნიერი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი – როზმარინა დუბოვსკა და უნივერსიტეტის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი – გოჩა ოჩიგავა.
პუბლიკაცია განკუთვნილია ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის უმაღლესი სასწავლებლების რუსულენოვანი უცხოელი სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.
მონოგრაფია გამოიცა პრაღაში და ის დაცული იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამეცნიერო საქმიანობაში.
-
GRUNI-მ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან ოფიციალური აღიარება მიიღო
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი