GRUNI სასწავლო წელს აჯამებს და წლის საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლებს ავლენს
სრულდება 2020-2021 სასწავლო წელი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აჯამებს საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგებს.
ტრადიციულად, თითოეულმა სკოლამ, სტუდენტთა გამოკითხვისა და აკადემიური/სამეცნიერო პროდუქტიულობის შედეგების მიხედვით, გამოარჩია წლის საუკეთესო პროფესორ-მასწავლებელი, რომლებსაც უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის ბრძანებით (01-07/064, 21.05.21), მიენიჭათ ეს საპატიო წოდება.
წლის საუკეთესო პროფესორები:
თამარ ღამბაშიძე – ბიზნესისა და მართვის სკოლა;
ხათუნა კალაძე – მედიცინის სკოლა;
მერაბ ტურავა – სამართლის სკოლა;
თეა სამჭკუაშვილი – საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა;
პაატა ნაცვლიშვილი – ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა;
ნიაზ ზოსიძე – ბათუმის წარმომადგენლობა.
წლის საუკეთესო ლექტორები:
ნინო მაჭავარიანი;
ნონა ჭანტურია;
ირინე ცინცაძე.
ნომინანტებს გადაეცემათ საპატიო წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ-მასწავლებლებს საპატიო წოდების მინიჭებასა და გამოცხადებულ დიდ ნდობას და შემდგომ წარმატებას უსურვებს მათ.
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი