GE

გრუნიმ აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მონაწილეობით გამართულ მესამე ონლაინ სესიას უმასპინძლა

2022 წლის 14 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მონაწილეობით გამართულ მესამე ონლაინსესიას უმასპინძლა.

სესიის მუშაობაში ორივე უნივერსიტეტის სტუდენტი და ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა.

პრეზენტაციას, რომელიც ინტერაქციული იყო, უძღვებოდნენ ასპუს ლექტორები – იასემინ ბაბაევა და მირვარ ქასიმოვა. მათ განიხილეს თემა: „ბრენდი“ და ბრენდთან დაკავშირებული ტერმინები, ეროვნული და საერთაშორისო ბრენდები და მათი წარმომავლობა, ბრენდის იმიჯი, ბრენდის ერთგულება და სხვ.

საქართველოდან ლექციას ფასილიტაციას უწევდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის მოწვეული პროფესორი თამარ დოლიძე და რექტორის მრჩეველი, ბიზნესინგლისურის სასწავლო კურსის ლექტორი ანა აბესაძე.

მომდევნო და ამ სემესტრის ბოლო, საერთო ლექცია, დაინიშნა 21 მაისს, თემაზე „ბიზნეს იმეილის წერა“, რომელსაც ჩაატარებს მოწვეული ლექტორი ანა აბესაძე და პროგრამის ETA ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი, ბრენდონ ჰარდინგი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური