GE

გრუნის ახალი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის – რეგისტრაცია დაიწო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს მოსწავლეებისთვის „ბავშვები ბავშვებისათვის“ და მასში მონაწილეობა შეუძლიათ მე-10-მე-12 კლასების მოსწავლეებს.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდებში სამოქალაქო ღირებულებების დანერგვას, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას, თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის განმტკიცებას, არაფორმალური განათლების – ტოლერანტობისა და სოლიდარობის, პრინციპების დამკვიდრებას, სამოქალაქო აქტიურობის გაზრდასა და დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ფორმირებას.

2023 წლის 23 დეკემბერს, 13:00 საათზე, პროექტის გასაცნობად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა სოფიო კილაძესთან – გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან – რომელიც ისაუბრებს პროექტის, მასში მონაწილეობისა და იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა წარმატების მისაღწევად!

პროექტს ხელმძღვანელობენ: უნივერსიტეტი და გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სოფიო კილაძე.

საუკეთესო მონაწილეებისათვის დაწესებულია პრიზი: ტური ჟენევაში.

მოსწავლეები უნივერსიტეტის დაფინანსებით გაემგზავრებიან ჟენევაში, ეწვევიან ბავშვის უფლებების კომიტეტს, გაეცნობიან მის საქმიანობას, ესტუმრებიან იმ ადამიანებს, ვინც მუშაობს ბავშვთა უფლებების დასაცავად და სხვა.

რეგიონის მოსწავლეები ჩაერთვებიან ონლაინ. ბმულს მიიღებენ რეგისტრაციის შემდგომ.

პროექტში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულად:

სარეგისტრაციო ბმული

საკონტაქტო პირები: მერი ლომია 599 776 771, m.lomia@gruni.edu.ge

მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური