GE

გთუნი-ს ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ – სტუდენტთა დასაქმების პერსპექტივა

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში „ლიბერთი ბანკის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებსა (თამარ ხაინდრავა და მაია ბლიაძე) და გთუნის სტუდენტებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

სტუმრებმა მიმდინარე და სამომავლო პროექტების თაობაზე ისაუბრეს.

ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმების პერსპექტივასა და სტუდენტებისათვის მოქნილი სამუშაო გრაფიკის თაობაზე გაამახვილეს ყურადღება.

გთუნის სტუდენტებისათვის მომავალი დასაქმების რეალური შესაძლებლობები შეიქმნა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური