„გვინდა, პროფესიული განათლება პრაქტიკულად სავალდებულო გავხადოთ ზოგად განათლებაში“
საქართველოის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სკოლების ბაზაზე, მაღალ კლასებში პროფესიული განათლების მიმართულების გაძლიერებაზე ისაუბრა და დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხებზე დეტალურ პრეზენტაციაზე ისაუბრებს.
“ჩვენ პრაქტიკულად პროფესიული განათლება გვინდა სავალდებულო ნაწილად გავხადოთ ზოგადი განათლებაში, მაღალ კლასებში, ბუნებრივია, ე.წ. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვით”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა17 სექტემბერს, “ტელეკომპანია რუსთავი-2-ის” ეთერში საუბრისას, სადაც ახალი სასწავლო წლის სიახლეებზე საზოგადოებას ზოგიერთი ფაქტი გაუმხილა.
გიორგი ამილახვარმა ასე ახსნა, რა შეიძლება მისცეს მოსწავლეს პროფესიული განათლების ზოგად განათლებაში სავალდებულო ინტეგრაციამ:
“ინტეგრირებული პროგრამები ნებისმიერ ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად, სკოლის დამთავრების დროს, უკვე ჰქონდეს შეძენილი ერთი კონკრეტული პროფესია თავისი ანაზღაურებითა და დასაქმებით”.
კიდევ ერთი სიახლე, რაც მინისტრმა მაღალკლასელი მოსწავლეებისთვის დააანონსა სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაში შინაარსობრივი ცვლილების განხორციელებას შეეხება.
“უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ძალიან დიდ შინაარსობრივ ცვლილებებს სასწავლო პროგრამაში, რომელიც განსაკუთრებით შეეხება მეცხრე, მეათე მეთორმეტე კლასებს, სადაც გვინდა, რომ მეტი არჩევითობა შევთავაზოთ ბავშვებს თავიანთი ინტერესების მიხედვით. თუ თქვენ, მაგალითად, გაქვთ უფრო საბუნებისმეტყველო საგნებისკენ მიდრეკილება, გვინდა დავამუშაოთ გარკვეული მიმართულება და თქვენ ამას გაყვეთ. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, რომ თქვენ პარალელურად ქართულს ან სხვა, უცხო ენას არ ისწავლით”, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
ასევე იხილეთ:
განათლების სამინისტროს დაფინანსება 47 მილიონი ლარით გაიზრდება და ორ მიმართულებას მოხმარდება
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- გამოქვეყნდა უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების განრიგი და დავალებათა ნიმუშები by პროფესიული განათლების ამბები
- 20 საჯარო სკოლაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო by პროფესიული განათლების ამბები