განათლების სამინისტროს დაფინანსება 47 მილიონი ლარით გაიზრდება და ორ მიმართულებას მოხმარდება
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსება 47 მილიონი ლარით გაიზრდება და თანხის უდიდესი ნაწილი სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება.
ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.
“34,8 მილიონი ლარი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროგრამებში დაიხარჯება, დამატებით. ასევე, ათნახევარი (10.5) მილიონი ლარით იზრდება მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯები”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა თანხებით დაფინანსდება სტატუსშეჩერებული სტუდენტების ფინანსური დავალიანების განულების პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამოაცხადა. თუმცა განაცხადა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 40 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს, რითაც სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გადახდა მოხდება.
ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით წინადადება პარლამენტს გადაეგზავნება და განხილვები იქ გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
30 000-მდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება გაუნულდება – ირაკლი ღარიბაშვილი
-
უწყებას პროფესიის გაუქმება შეეძლება – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციები ფართოვდება
by პროფესიული განათლების ამბები
-
გაიზარდა იმ პროფესიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური და მაღალანაზღაურებადია
by ARIS.GE-განათლება
-
გახდება თუ არა რეზიდენტურა და დოქტორანტურა უფასო? – რა დავალება მიიღო პრემიერ-მინისტრისგან განათლების სამინისტრომ
by ARIS.GE-განათლება