ილიაუნი მსოფლიო კვლევითი დაწესებულებების რანჟირების სისტემაში (SCImago Institutions Rankings) საქართველოდან პირველ ადგილს იკავებს
SCImago არის აკადემიური და სამეცნიერო ინსტიტუციუების რანჟრების სისტემა, რომელიც აერთიანებს ინდიკატორების სამ განსხვავებულ კომპლექტს. იგი ეფუძნება კვლევისა და ინოვაციების შედეგების და სოციალური ზემოქმედების ინდიკატორებს, რომლებიც იზომება მათი ვებ ხილვადობით და ეფუძნება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს სამეცნიერო მონაცემთა ბაზას SCOPUS.
SCImago-ს 2022 წლის ინსტიტუციურ რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით 8084 კვლევითი ინსტიტუცია მოხვდა და მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს მასშტაბით 738-ე ადგილი უკავია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 189-ზეა, ხოლო საქართველოში კი პირველი.
რეიტინგი იხილეთ ბმულზე.
- ილიაუნიში საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“ გაიმართა by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- „გააძლიერეთ კავშირი უნივერსიტეტთან“ – ილიაუნის კანცლერის რჩევები პროფესიული განვითარებისთვის by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ნინო დობორჯგინიძე 1978 წლის 14 აპრილის ქრონიკას იხსენებს (ვიდეო) by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი