ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ფორუმი “Tbilisi PR Days – თბილისის პიარის დღეები” – 2023 გაიმართება
2023 წლის 3 ნოემბერს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომუნიკაციების სფეროში, საქართველოში პირველი საერთაშორისო ფორუმი “თბილისის პიარის დღეები -2023” გაიმართება.
ფორუმის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის, მსოფლიოში წამყვანი
სპეციალისტები, ყველაზე აქტუალურ საკითხზე – პიარში ხელოვნური ინტელექტის როლზე ისაუბრებენ.
2023 წლის მოწვეული სპიკერები არიან:
1. ნიკოლო აუგუსტო მანიკა – გიზმას ბიზნეს სკოლა, პროფესორი
2. მაკ მერსონი – Ambrosia Consulting-ის თანადამფუძნებელი
3. გიორგი არველაძე – “Xtar”-ის ბიზნესის ზრდის ხელმძღვანელი
4. ნინო მოსიაშვილი – Helio.AI-ს თანადამფუძნებელი და COO-ა
5. გიორგი გიორგაძე – სქილვილი, CEO
6. ირაკლი ბესელიძე – CALEN AI, დამფუძნებელი
7. გიორგი (ქუცა) რუხაძე – ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ლექტორი.
ფორუმი 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და ყოველწლიური ხასიათი მიიღო. ღონისძიება
სტუდენტების ინიცირებით იმართება და მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.
შეხვედრის მიზანია, საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარება, დამაკავშირებელი ხიდის შექმნა წამყვან სპეციალისტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი