GE

ილიაუნი საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგში ქვეყნის მასშტაბით პირველია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Times Higher Education-ის 2024 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში (THE World University Ranking) ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგს ინარჩუნებს.

2024 წელს განახლდა Times Higher Education-ის რანჟირების მეთოდოლოგია (THE World University Ranking) და გაიზარდა კვლევის წილი: კვლევითი გარემოსა და კვლევის ხარისხის შეფასებამ შეადგინა საერთო რეიტინგის 59%. ამ ეტაპზე მეთოდოლოგია ეფუძნება 18 ინდიკატორს, რომლებიც 5 შეწონილ კატეგორიადაა დაყოფილი:

სწავლება (29,5%): სასწავლო გარემო
კვლევითი გარემო (29%): მოცულობა, შემოსავალი და რეპუტაცია
კვლევის ხარისხი (30%): ციტირება, კვლევის სიძლიერე, განსაკუთრებულობა და გავლენა
ბმა ინდუსტრიასთან (4%): ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი და პატენტები
საერთაშორისო პერსპექტივა (7.5%): საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და კვლევითი თანამშრომლობა.

კვლევითი გარემო და კვლევის ხარისხი არის ძირითადი ფაქტორები, რომელთა მიხედვით ფასდება როგორც უნივერსიტეტის როლი სასწავლო გარემოს შექმნაში, შესაბამისად, ახალი ცოდნისა და იდეების გავრცელებაში, ასევე მისი წვლილი გლობალურად მეცნიერების განვითარებაში.

ამ მეთოდოლოგიით THE-ის 2024 წლის რანჟირებისთვის ბიბლიომეტრიული მონაცემების მიმწოდებელმა სამეცნიერო ბაზამ ელსევიერმა (Elsevier) შეისწავლა და გააანალიზა Scopus-ის ბაზაში ინდექსირებული აკადემიური ჟურნალების 16 მილიონზე მეტი პუბლიკაცია და 130 მილიონზე მეტი ციტირება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია კვლევის ხარისხის კატეგორიაში – 47,7 ნიშნულს შეადგენს (იხ. გრაფიკი 1) და ამ მიმართულებით ილიაუნი ცნობილი იაპონური და ესპანური უნივერსიტეტების გვერდითაა. შდრ. Hokkaido University, University of Zaragoza.

სამეცნიერო დარგების მიხედვით ილიას უნივერსიტეტი ყველაზე მაღალ – 351-ე პოზიციას იკავებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (Physical Sciences): 71.5 მაჩვენებლით იგი მოქცეულია ცნობილი გერმანული University of Erlangen-Nuremberg, ამერიკული University of Oregon და იტალიური University of Modena and Reggio Emilia უნივერსიტეტების გვერდით

ბოლო 3 წლის განმავლობაში ილიაუნის კვლევის ხარისხის მაჩვენებელი განსაკუთრებით გაიზარდა და 34.6 -დან 2024 წლისთვის შეადგინა 47.7.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური