ილიაუნის ალპინისტური ექსპედიცია
24 ივლისიდან 3 აგვისტომდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპური კლუბის ორგანიზებით მოეწყო ალპინისტური ექსპედიცია ყაზბეგის რაიონში – ჭაუხში (ჭაუხი — მთა ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ბაკურხევის (შავი არაგვის მარცხენა მდგენელი) სათავეში. სიმაღლე 3688 მ. აქვს კლდოვანი, შიშველი ციცაბო კალთები. ამას გარდა, აღმოსავლეთ კავკასიონზე აღმართულია მთები: ჭაუხი ჩრდილოეთისა (3842,5 მ), ჭაუხი აღმოსავლეთისა (3644 მ) და ჭაუხი დასავლეთისა (3496 მ).)
ექსპედიციაში მონაწილეობდა 15 (როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი) მთამსვლელი. მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ალპური კლუბის წევრები და სამთო გამყოლთა სკოლის მომავალი ინსტრუქტორები (ანა დულარიძე, ლაშა კვეკვესკირი, თორნიკე მეტრეველი). ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო ბიძინა გუჯაბიძე.
“ეს ექსპედიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო, მონაწილეობას იღებდა ბევრი დამწყები სპორტსმენი, რაც სასიხარულოა, რადგან სპორტის ეს სახეობა მივიწყებულია დღესდღეობით და სამომავლოდ იმედია, მეტი მსურველი გამოჩნდება”. – გაგვიზიარა ანა დულარიძემ.
აღსანიშნავია, რომ ექსპედიციის დროს განხორციელდა რეკორდულად ბევრი – 25 ასვლა კლდოვან-ტექნიკურ მასივებზე. მწვერვალ “ჯავახიშვილზე” გაკეთდა ახალი მარშრუტი, რომელსაც სახელად “ილიაუნი” დაერქვა. ასევე, ალპინისტების სამკაციანმა ჯგუფმა (ბიძინა გუჯაბიძე, ილია ბერულავა, ერეკლე გუჯაბიძე) მწვერვალ ასათიანზე გაიარა ჭაუხის რაიონში ყველაზე რთული მარშრუტი – “სვეტი”, რომელიც მანამდე მხოლოდ ერთხელ იყო გავლილი 1995წელს.
2011 წლის ზაფხულში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსურველებს შესთავაზებს სამთო გამყოლთა სასერტიფიკატო კურსებს, ახალი სასწავლო წლიდან კი ეს სპეციალობა სპორტის პროფესიული პროგრამების სიაშიც შევა.
სამთო ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ქვეყნის ეკონომიკისათვის. პროფესიონალი კადრების მომზადება კი ამ პროცესის ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი