GE

ილიაუნის საპატიო დოქტორის, ერიკ ლის შეხვედრა მკითხველთან

21 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მწერალი და ჟურნალისტი ერიკ ლი გამართავს შეხვედრას მკითხველთან. შეხვედრაზე იგი ისაუბრებს მომავალ წიგნზე სამუშაო სათაურით „1924 წლის აჯანყება: საქართველო და ევროპაში დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“.

წიგნის შესახებ

ავტორი მოგვითხრობს 1924 წლის აჯანყების მზადების პროცესსა და წინაპირობებზე, მის სასტიკ ჩახშობასა და იმ გამოხმაურებაზე, რომელიც ამ აჯანყებას მოჰყვა ევროპაში მთავრობების, ასევე მემარცხენე მოღვაწეთა მხრიდან. იგი ვარაუდობს, რომ 1924 წლის აჯანყებაზე რეაქციამ დაუდო საფუძველი დემოკრატიული სოციალიზმის წარმოშობას ბოლშევიზმის საპირწონედ.

2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება წიგნის გამოცემა ინგლისურად და ქართულად.

ერიკ ლის ქართველი მკითხველი იცნობს წიგნებით „ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია“(2018) და „ქართული ამბოხი ტექსელზე – ბოლო ბრძოლა ევროპაში“ (2020), (ორივე წიგნი თარგმნა ქეთი ქანთარიამ და გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“).

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 21 მარტი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური