GE

ილიაუნიში ამერიკელი ისტორიკოსი, იან თოლი, საჯარო ლექციას წაიკითხავს

9 ნოემბერს, 19:00 საათზე, ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ამერიკელი ისტორიკოსის იან თოლის საჯარო ლექცია სახელწოდებით ,,ამერიკა: 25 წელი დამოუკიდებლობის შემდეგ”.

ლექციის დაწყებამდე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი.

იან თოლის ლექციაზე აქცენტი გაკეთდება ამერიკელი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. აგრეთვე, შიდა და გარე ზეწოლაზე, რამაც ამერიკის მეთაურები აიძულა, ებრძოლათ სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. 1801 წელს ჩვენს თავისუფლებას გამოცდა მოუწყო ამერიკის ყოფილი მმართველის, ბრიტანეთის იმპერიის ძალაუფლებამ. ეკონომიკური გაურკვევლობა, პარტიათაშორისი შუღლი და დუელები ქვეყანას დანაწევრებით ემუქრებოდა, რომ არა ხალხის გაერთიანების შესაძლებლობა და საერთო მიზნის პოვნა, ამერიკულ დემოკრატიას მომავალი არ ექნებოდა.

იან თოლის შესახებ:
იან თოლი გახლავთ ამერიკელი მწერალი და პოლიტიკური და სამხედრო ისტორიკოსი, რომელიც ცნობილია აშშ-ის ფედერალური სახელმწიფოს საერთაშორისო საზღვაო კონფლიქტებისა და გადაწყვეტილებების კვლევით. მან სახელი გაითქვა ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის 1812 წლის ომის პერიოდში არსებული კონფლიქტის, აგრეთვე II მსოფლიო ომის დროს წყნარ ოკეანეში იაპონიის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენების კვლევით. იან თოლის წიგნებმა კრიტიკოსთა ფართო აღიარება მოიპოვა და მისი ნაშრომები წარდგენილი ქნა სემუელ ელიოტ მორისონის და უილიამ კოლბის პრემიებზე, აგრეთვე მოხვდა „ნიუ-იორკ თაიმსის“ რედაქტორის არჩევანის ნომინაციის სიაში.

იან თოლი იაპონიაში დაიბადა, როდესაც მამა ფულბრაიტის პროგრამით იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მან ბაკალავრის დიპლომი ამერიკის ისტორიაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში  – ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო სკოლაში. სანამ ისტორიულ-დოკუმენტურ ჟანრში წერას დაიწყებდა, იან თოლი უოლსტრიტისა და ფედერალური ხაზინის ანალიტიკოსი იყო; ასევე, მუშაობდა როგორც პოლიტიკური დამხმარე და მოხსენებების მწერალი.

დრო: 9 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #32, B201 აუდიტორია

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

ლექციაზე დასწრება თავისუფალია (ადგილების რაოდენობა: 250)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური