ილიაუნიში ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მკვლევარის ლექციათა ციკლი გაიმართება
9, 10, 12 და 13 ნოემბერს, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი, დრ. ფალკო შმიდერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში წარმართავს
ილიაუნის ცნობით, ლექციათა ციკლი მიეძღვნება XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორიაში ისეთ საკვანძო ფიგურებს, როგორებიც არიან: ვალტერ ბენიამინი, ერნსტ ბლოხი, თეოდორ ადორნო და მიშელ ფუკო. ამ მოაზროვნეების მიდგომათა საერთო ნიშანი ისაა, რომ ყოველი მათგანი ეყრდნობა საზოგადოების მარქსისეულ ანალიზს, რომელმაც XX საუკუნეში ახალ გამოცდილებებს გაუღო კარი, ბოლოდროინდელი ისტორიული გამოცდილების გადმოსახედიდან კი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ციკლის თითოეულ ლექციაში წარმოდგენილი იქნება ამ ავტორთაგან ერთ-ერთის ძირითადი სააზროვნო ფორმები და დაისმება კითხვა, თუ რამდენად აქტუალურნი შეიძლება იყვნენ ეს პოლიტიკური მოაზროვნეები დღეს.
როგორ ილიაუნის ოფიციალურ გვერდზეა აღნისნული, დრ. ფალკო შმიდერი (Falko Schmieder) – არის კულტურის მკვლევარი, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) დირექტორის პირადი რეფერენტი და მეცნიერ-თანამშრომელი. დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში 1994–2000 წლებში კომუნიკაციისა და პოლიტიკის მეცნიერებების, სოციოლოგიისა და ფილოსოფიის შესწავლის შემდეგ, შმიდერმა 2004 წელს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია.
შრომები:
- „ლუდვიგ ფოიერბახი და კლასიკური ფოტოგრაფიის შემოსვლა. ანთროპოლოგიური და ისტორიული მატერიალიზმის ურთიერთმიმართებისათვის“, 2004;
- „ცნების ისტორია და ისტორიული სემანტიკა. გზამკვლევი“ (ერნსტ მიულერთან ერთად), 2015.
ლექციების განრიგი
ვალტერ ბენიამინი („პასაჟების პროექტი“, “ისტორიის ცნების შესახებ”)
დრო: 9 ნოემბერი, 14:00 საათი
ერნსტ ბლოხი („ნაკვალევები“, „დღევანდელობის მემკვიდრეობა“, „პოლიტიკური მოზომვები, ჟამიანობა, ფორმერცი“)
დრო: 10 ნოემბერი, 13:00 საათი
თეოდორ ადორნო („განმანათლებლობის დიალექტიკა“, „ნეგატიური დიალექტიკა“)
დრო: 12 ნოემბერი, 13:00 საათი
მიშელ ფუკო („სიტყვები და საგნები“, არქეოლოგია, გენეალოგია)
ლექციებზე დასწრება თავისუფალია.
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი