ილიაუნიში გაიმართა სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია მეხსიერების პოლიტიკის შესახებ
21-22 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა – სამხრეთ კავკასიის რეგიონმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად გამართა სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია მეხსიერების პოლიტიკის შესახებ.
კონფერენციის მთავარი მიზანი მეხსიერების კვლევებსა და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში საბჭოთა წარსულის გადააზრების საკითხებზე მსჯელობა იყო.
კონფერენციაზე დაგეგმილი საჯარო დისკუსიების დროს მომხსენებლებმა ისაუბრეს ისტორიისა და მეხსიერების კვლევასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სირთულეზე, მათ შორის არქივების გახსნილობისა და ხელმისაწვდომობის საკითხზე, კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსების სიმცირეზე და სხვ.
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი