ილიაუნიში პირველკურსელთა რეგისტრაცია 3 სექტემბრიდან დაიწყება – წარსადგენი დოკუმენტების სია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართებზე:
- ბიზნესის სკოლა – ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E207, ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A306, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე
- სამართლის სკოლა – ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A409 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი – მ.თამარაშვილის ქ .N4, ოთახი H102 ( H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5 ეზოდან ) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
- 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი