ილიაუნიში სამაგისტრო პროგრამაზე მიღების ვადები ცნობილია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურზე დანართში მითითებულ პროგრამებზე.
2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა განაცხადი უნდა გააკეთონ 2016 წლის 15 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებსა და აუდიტორიებში:
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ილია ჭავჭავაძის გამზირი N32, ოთახი ჩ206;
- ბიზნესის სკოლა – ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5 ოთახი E207;
- სამართლის სკოლა – ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი ჩ309;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი – მ. თამარაშვილის ქ .N4, ოთახი H120.
მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:
- განაცხადი (ივსება ადგილზე);
- პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, 2016 წლის სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი;
- ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის – სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა – შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
- ესე/პორტფოლიო/სმოტივაციო წერილი, თუ შესაბამისი პროგრამა ამას მოითხოვს;
რეზიუმე (CV), თუ შესაბამისი ფაკულტეტი/სკოლა ამას მოითხოვს;
2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველი მაგისტრანტობის რეგისტრაციაგავლილი კანდიდატებისათვის შიდა საგამოცდო პერიოდი განისაზღვრება 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.
გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები, მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით, განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2016 წლის 8 სექტემბერს.
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში 2016 წლის 9, 10 და 12 სექტემბერს -10:00-დან 18:00 საათამდე (მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).
სააპელაციო განაცხადების განხილვა და განმეორებითი გასაუბრება შედგება 2016 წლის 9 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.
მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულების გაფორმება შეეძლებათ 2016 წლის 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე. ხელშეკრულების გაფორმებისას, კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს ყველა ზემოხსენებული დოკუმენტი.
შენიშვნა: იმ შემთხევევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს ან/და ხელშეკრულებას გააფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
- მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლისათვის
- მიღება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
- მიღება ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
- მიღება სამართლის სკოლის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი