ილიაუნიში სემინარი თემაზე: “ადრეული სამყაროს სურათის აღდგენა გრავიტაციული ტალღების საშუალებით” გაიმართება
11 იანვარს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორიაში, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, თინათინ კახნიაშვილი, ჩაატარებს სემინარს თემაზე: “ადრეული სამყაროს სურათის აღდგენა გრავიტაციული ტალღების საშუალებით”.
როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, გრავიტაციული ტალღების ასტრონომია საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ სამყაროს ევოლუციის ადრეულ სტადიებს.
სემინარზე განხილული იქნება გრავიტაციული ტალღების სხვადასხვა წყარო – ინფლაცია, კოსმოლოგიური ფაზური გადასვლები, პირველადი მაგნიტური ველები და ტურბულენტობა.
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი