GE

ილიაუნიში ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი”, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.

ლექციის თემა: “არისტოფანე: პოლიტიკა სცენაზე”.

ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: სიტყვის თავისუფლება; სიძულვილის ენა; სასაცილო სატირა; ძველი კომედია; არისტოფანე თუ სოფოკლე; არისტოფანე და სოკრატე; არისტოფანე დღეს; არისტოფანე და ქალები.

დრო: 22 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური