ილიაუნიში პროფესორ ეკა ჭყოიძის საჯარო ლექცია გაიმართება
23 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლოპროექტის – “ახალი განმანათლებლობა” – ფარგლებში, პროფესორი ეკა ჭყოიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – “მომლოცველობა: ისტორიული კონტექსტი და დღევანდელობა”.
ილიაუნის პროექტი – “ახალი განმანათლებლობა” – ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი