GE

ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექცია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში

ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის გაერთიანებული მედიაპლატფორმების დირექტორის ნათან კარპენტერის საჯარო ლექცია, რომელიც სოციალური მედიისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სიახლეების განხილვას დაეთმო.

ლექცია მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

მედიასფეროში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ამერიკელმა მეცნიერმა საჯარო ლექციაზე ისაუბრა: სოციალური მედიის თანამედროვე ტრენდებსა და ციფრულ პლატფორმაზე, მიმოიხილა ფეისბუკი, ტვიტერი და ისტაგრამი, მისი გამოყენების არეალი და აქტუალობა, განმარტა ამ სფეროში არსებული ვითარება და ამ სისტემების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეეხო სწავლების, კრიტიკული აზროვნებისა და პედაგოგური მიდგომის საკითხებსაც.

ბოლოს ნათან კარპენტერმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა.

ლექციას ესწრებოდნენ: დენის მაკსონი – ჩიკაგოს დე პოლის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ლექციის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და ამერიკელმა სტუმრებმა შემდგომი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი