GE

ინგლისური ენის ესეების Online ვორქშოფი აბიტურიენტებისთვის! – ალტე უნივერსიტეტი

აბიტურიენტების დიდი გამოხმაურებითა და თხოვნით, „ალტე უნივერსიტეტი“ კვლავ ატარებს ინგლისური ენის ესეების ვორქშოფს, ამჯერად Online!

მასზე დასწრება შეუძლია ყველა აბიტურიენტს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ინგლისური ენის წერის ტექნიკის, ტექსტის ანალიზის, მოსმენისა და წარმოთქმის უნარების გაუმჯობესება. გარდა ამისა, ვორქშოფის მსვლელობის დროს, რა თქმა უნდა ყურადღება გამახვილდება ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის შევსებაზე,

გამოცდის კომპონენტებს შორის დროის გადანაწილებაზე მუშაობასა და გამართულად წერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

აღნიშნული Online ვორქშოფი საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ ინგლისური ენის წერითი ნაწილის ის მთავარი პრინციპები, რაც საშუალებას მოგცემთ ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე წარმატებით დაწეროთ ესე ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და არამხოლოდ.
მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ სარეგისტრაციო ბმული შეავსოთ 24 დეკემბრის ჩათვლით

ვორქშოფს გაუძღვება: ლელა იაშვილი, ალტე უნივერსიტეტის ლექტორი, ცენტრ „გლობუსი“-ს დამფუძნებელი.

ჩატარების დრო: 25 დეკემბერი, 12:00 სთ.

ფორმატი: დისტანციური, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.
თქვენ მიერ მითითებულ მეილზე, მოგივათ Zoom-ის ბმული.

ალტე უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm