GE

ISET-ის სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ISET-ის სასწავლო პროგრამა აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პროგრამების შესაბამისია. სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.

სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირება ხდება ონლაინ რეჟიმში www.iset.ge რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2012 წლის 30 აპრილი, დღის 3 საათი. მისაღები გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება მაისის დასაწყისში.

სამაგისტრო პროგრამაზე პირველ სემესტრში სწავლა უფასოა ყველა ჩარიცხული სტუდენტისთვის. საუკეთესო სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ მომავალი ლიდერის სტიპენდია (Future Leader’s Scholarship), რომელიც სტუდენტს დაუფარავს სწავლის სრულ გადასახადს და დაუნიშნავს სტიპენდიას თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. ყველა წარმატებულ სტუდენტს დაეფარება სწავლის გადასახადის ნაწილი და დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია. სტუდენტებს აგრეთვე საშუალება ეძლევათ მიიღონ ISET-ის სტუდენტებისათვის სპეციალურად შექმნილი შეღავათიანი სესხები. თბილისს გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, სწავლის პერიოდში, ISET-ი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ბინებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური