GE

ისრაელში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი კსუ-ს ესტუმრა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის – თამარ კიკნაძის ინიციატივითა და მოწვევით, უნივერსიტეტს, ისრაელში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი – ირაკლი კილაძე ესტუმრა, რომელიც კსუ-ის რექტორს – კახაბერ კორძაიასა და უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელს – თამარ ჩახნაშვილს შეხვდა.

მხარეებმა ისრაელის სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებთან სამომავლო თანამშრომლობის, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და “Erasmus + -ის“ განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და მომავალი საქმიანობის გეგმები დასახეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური