„ისტორიის საგანს ისტორიკოსები უნდა ასწავლიდნენ და არა სხვა პროფესიის წარმომადგენლები“ – მასწავლებლობის ახალგაზრდა მსურველი მესტიიდან
დღეიდან 2023 წლის ზაფხულის გამოცდებში უკვე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველებიც ჩაერთნენ. გამოცდა ორ სესიად უნდა ჩატარდეს. ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ქიმია და ბიოლოგია – ამ საგნებს ჩააბარებენ ის გამოსაცდელები, ვისთვისაც რეგისტრაცია ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო.
EDU.ARIS.GE-ს 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში მისული მასწავლებლობის ახალგაზრდა მსურველი მზია გიგლემიანი ესაუბრა, რომელიც მესტიიდან არის. გეგმავს, რომ თუ გამოცდა წარმატებით ჩააბარა საკუთარ რეგიონში დაბრუნდეს და პედაგოგიური საქმიანობა იქ გააგრძელოს. იგი იმ გამოწვევებსაც გვისახელებს, რომელიც შეიძლება, ამ გზაზე შეხვდეს.
“ჩემს რეგიონში -მესტიაში არის უამრავი გამოწვევა. მოგეხსენებათ, არც მოსწავლე გვყავს ბევრი და არც მასწავლებლები. კვალიფიცირებული კადრის დასაქმება რეგიონში, რასაკვირველია, აუცილებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩავაბარებ გამოცდას და დავბრუნდები მესტიაში. ასევე გამოწვევაა ისიც, რომ რთული და გრძელი გზის გავლა უწევთ პედაგოგებს სკოლამდე მისასვლელად. მე ეს პრობლემა ალბათ, არ მექნება, რადგან ჩემს სახლთან ახლოს არის სკოლა, რომელში დასაქმებაც მსურს”, – გვიხსნის მზია.
მომავალი მასწავლებელი გვიმხელს, რომ გამოცდისთვის განსაკუთრებით კარგად მე-20 საუკუნის საკითხები გაიმეორა, რადგან მისი აზრით, სიღრმისეულად სამსჯელო საკითხებია და მათი ანალიზი არც ისე მარტივი:
“განსაკუთრებით სრულყოფილად გავიმეორე მე-20 საუკუნის მოვლენები, რადგან საჭიროებს დაკვირვებულ და სიღრმისეულ ანალიზს. გარდა ამისა, აქცენტი გავაკეთე წლებსა და ისტორიული მოვლენების შედეგებზე, მოსწავლის შეფასების კომპეტენციებზე, რაც ნამდვილად არის გამოწვევა ახალბედა პედაგოგობის მსურველისთვის, რომელსაც არ აქვს სკოლაში მუშაობის გამოცდილება”.
როგორც მზია გიგლემიანმა გვითხრა, მისი მთავარი მოწოდება და სურვილია, რაც შეიძლება მეტ ისტორიკოსს გაუჩნდეს სკოლაში მასწავლებლად დასაქმების სურვილი.
“ვფიქრობ, რომ ისტორიის საგანს ისტორიკოსები უნდა ასწავლიდნენ და არა ფიზიკოსები, ეკონომისტები ან სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ჩემი მოწოდებაც ახალგაზრდების მიმართ ეს იქნება – მეტი ისტორიკოსი ისტორიის მასწავლებლად. ეს ნამდვილად კარგი იქნება სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის”, – აცხადებს მასწავლებლობის ახალგაზრდა მსურველი.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზო შველიძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება