GE

ეს სიახლეები დახვდებათ მოსწავლეებს 15 სექტემბერს სკოლებში – გივი მიქანაძე

2026-2027 სასწავლო წლის სიახლეებსა და იმ წესებზე, რომლებიც მოსწავლეებს 15 სექტემბრიდან სკოლებში დახვდებათ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ისაუბრა.

მინისტრის თქმით, რეფორმა, სასკოლო ფორმების შემოღებასთან ერთად, სხვა მნიშნელოვან კომპონენტებზეა ორიენტირებული.

„რეფორმა ჩვენ სასკოლო ფორმებითა და კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტით დავიწყეთ – 15 სექტემბერს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასელებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ სკოლებში. სახელმძღვანელოები ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხისაა და, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის წარმოუდგენლად დიდი სამუშაოები ჩატარდა.

მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი, რომლითაც იზღუდება მობილური საშუალებების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში იმისთვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს სასწავლო პროცესზე. ამის გარდა, გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული.

აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ თითქოსდა მხოლოდ ფორმებზე ვართ კონცენტრირებული. ფორმა არის ერთ-ერთი, მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, – განაცხხადა მინისტრმა 5 აგვისტოს.

რაც შეეხება სასკოლო ფორმებების შემოღების მნიშვნელობას, გივი მიქანაძე ამბობს, რომ სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი.

“ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე. ეს მსოფლიო პრაქტიკითა არის დადგენილი“, – თქვა განათლების მინისტრმა.

ასევე იხილეთ:

გივი მიქანაძის პასუხი მშობლებს, რომლებიც სასკოლო ფორმის ყიდვას არ აპირებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური