„ფაკულტეტების და უნივერსიტეტების შეცვლა როდემდე შემიძლია და როდის იქნება აპელაციის შედეგები?“ – პასუხი აბიტურიენტებს
2026 წლის აბიტურიენტებისთვის გამოცდებში მიღებული პირველადი ქულების გასაჩივრების პროცესი დასრულებულია და ახლა ისინი აპელაციის შედეგების მოლოდინში არიან.
მომავალი სტუდენტები EDU.ARIS.GE-სთან ხშირად სვამენ კითხვას, კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში ექნებათ რეიტინგულ სიაში უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების გადაადგილება, წაშლა ან დამატება და როდის გაიგებენ აპელაციის შედეგად მოემატათ თუ არა ქულა.
განსაზღვრულია, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების (დამატება, წაშლა, გადანაცვლება) შეტანა აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეუძლიათ
რაც შეეხება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების დროს, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 7 აგვისტოს განგვიმარტეს, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება დამოკიდებულია ცენტრში შესული განაცხადების რაოდენობაზე, რადგან ნაშრომები უნდა გადამოწმდეს და აღნიშნულს დრო სჭირდება.
შედარებისთვის კი გეტყვით, რომ გასულ წელს აპელაციის შედეგები 20 აგვისტოს გახდა ცნობილი, კიდევ ერთი წლით ადრე კი 26 აგვისტოს.
აპელაციის შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად, აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
ცნობისთვის, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე