GE

ითამაშე და ისწავლე „ქაღალდის თვითმფრინავის“ სერიის წიგნებით!

ფოტო –
გურამ მურადოვი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საბავშვო წიგნების სერია ქაღალდის თვითმფრინავი აერთიანებს წიგნებს სხვადასხვა სახალისო აქტივობით. ფაზლები, 3D-კონსტრუქციები, გასაფერადებლები, სტიკერები არასრული ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი მასალისა, რაც ამ სერიის წიგნებს ახლავს თან. სერია ემყარება პროგრესული განათლების უმთავრეს პრინციპს – სწავლა თამაშით, რაც, ფსიქოლოგებისა და განათლების მეცნიერებების სპეციალისტთა აზრით, საუკეთესო საშუალებაა ბავშვებისთვის კოგნიტიური და სოციალური უნარების განსავითარებლად. ბავშვები თამაშ-თამაშით, ხალისით და სწრაფად განივითარებენ შემოქმედებით აზროვნებას, მეხსიერებას, კონცენტრაციისა და მოტორულ უნარ-ჩვევებს.

სერია ქაღალდის თვითმფრინავი საშუალებას აძლევს აღმზრდელებსა და უფროს და-ძმებს, დაეხმარონ პატარებს, პირველი ნაბიჯები გადადგან სამყაროს შესაცნობად; „ფერმისა“ თუ ფაზლის აწყობა, სტიკერების ჩაკვრა, ნახატების გაფერადება ბავშვს განუვითარებს როგორც მსჯელობისა და აზროვნების, ასევე ყურადღების დეტალებზე გამახვილებისა და კონცენტრაციის უნარებს; მშობლებთან და და-ძმებთან ერთად თამაში მას ლოგიკური, გამართული მეტყველების ჩამოყალიბებასა და სოციალიზაციაში დაეხმარება.

სერია ქაღალდის თვითმფრინავი 2018 წლის დასაწყისიდან არსებობს და მოიცავს წიგნებს 2-13 წლის ბავშვებისთვის. 2018 წელს სერიის ფარგლებში 18 დასახელება გამოიცა. მიმდინარე წელს კი 5 ახალი წიგნი დაემატა:

                                               მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო

ეს სასაჩუქრე ყუთი 32-გვერდიან წიგნსა და დიდი ზომის, 205-ნაწილიან ფაზლს აერთიანებს. წიგნის დახმარებით ბავშვები გაეცნობიან საქართველოს ყველა რეგიონის ღირსშესანიშნაობებსა და წეს-ჩვეულებებს; შეიტყობენ, როგორია სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სამოსი თუ სამზარეულო, სად და რისთვის აშენებდნენ მაღალ კოშკებსა და რატომ კვეთდნენ ქალაქებს კლდეებში; ფაზლით კი ააწყობენ საქართველოს რუკას, რომელზეც ესა თუ ის ღირსშესანიშნაობა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია დატანილი. ყუთი, მასში შემავალი თითოეული კომპონენტის ჩათვლით, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მასალითაა დამზადებული. წიგნი განკუთვნილია 6+ ასაკის ბავშვებისთვის.

ფერები / რიცხვები

ეს ყუთები საუკეთესო საშუალებაა 2-3 წლის ბავშვებისთვის, ხალისით ისწავლონ ფერები და რიცხვები. ორივე დასახელება ეკოლოგიურად სუფთა მასალითაა დამზადებული და არ შეიცავს საფრთხეს პატარებისთვის.

რიცხვების ყუთში, ისევე, როგორც ფერების ყუთში პატარები იპოვიან ფაზლსა და წიგნს. წიგნებში ბავშვები წაიკითხავენ თემატურ (რიცხვებზე/ფერებზე) სახალისო ლექსებს, ხოლო ფაზლის სწორად დაწყვილებით სწრაფად და ადვილად ისწავლიან ერთ შემთხვევაში ციფრებსა და 10-მდე თვლას; ხოლო მეორე შემთხვევაში – ფერებს.

                                                             დინოზავრები / ზოოპარკშიეს ყუთები აერთიანებს წიგნ-თავსატეხსა და 100-ნაწილიან ფაზლს 5+ ასაკის ბავშვებისთვის.
წიგნ-თავსატეხში უამრავი ცხოველისა და ნივთის ნახატია თავმოყრილი, პატარა ,,ღრუბლებში’’ კი შეკითხვები და დავალებებია მოცემული, რომელთა შესრულებით პატარები გაივარჯიშებენ გონებას და დახვეწენ კონცენტრაციის უნარს; ხოლო 100-ნაწილიანი ფაზლის აწყობით გაიუმჯობესებენ მოტორიკას, ფანტაზიასა და მეხსიერებას.
„ქაღალდის თვითმფრინავის“ სერიაში შემავალი თითოეული წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

სერიის წიგნების შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებში, მათ შორის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიებში შემდეგ მისამართებზე:
► ი. ჭავჭავაძის გამზ. 15
► ს. ცინცაძის ქ. 2
► „გალერია თბილისი“, – 1-ლი სართული

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური