იუსტიციის სასწავლო ცენტრი შვიდ უნივერსიტეტთან მემორანდუმს აფორმებს
დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ექვს რეგიონულ უნივერსიტეტთან და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნინო ციხისთავი-ხუციშვილმა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა.
მემორანდუმის მთავარი მიზანი ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელებაა, რომლებიც მიმართულია კვლევის, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.
მემორანდუმი გაფორმდა: ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ქუთაისის უნივერსიტეტთან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან.
ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ უნივერსიტეტების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები იუსტიციის სასწავლო ცენტრს ეწვივნენ, მისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრის მუშაობას გაეცნენ.
თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ერთობლივი პროგრამების განხორციელებას ისახავს მიზნად, უკვე გაფორმდა და მოქმედებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან.
სახელმწიფო უნივერსიტეტების გარდა, იუსტიციის სასწავლო ცენტრს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასთან (ELSA) აქვს გაფორმებული.
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორთა გადამზადების კურსი იგეგმება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი