GE

ყვარელში ინსტრუქტორებისათვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

6-7 და 13-14 სექტემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი იუსტიციის სახლის სხვადასხვა ფილიალის 37 თანამშრომლისათვის (ინსტრუქტორებისათვის).

ტრენინგის მიზანი იყო ტრენინგის ეფექტიანად მომზადებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო თეორიული ცოდნის გაღრმავება და შესაბამისი უნარების განვითარება.

ტრენინგის თემები:

– ტრენინგის სრული ციკლი: დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება

– ტრენინგის სტუქტურა

– შთაბეჭდილების მენეჯმენტი

– ტრენინგის მოდულის სტანდარტები

– ტრენინგის/სწავლების მიზნების ფორმულირება

– სწავლების მეთოდები და დამხმარე საშუალებები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური