კანონი, რომელიც ყველა სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა – დოკუმენტი
„ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით (81 ხმა არც ერთის წინააღმდეგ) დაამტკიცა.
როგორც პარლამენტის დეპუტატმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ლადო კახაძემ განაცხადა, ამ ცვლილება ნახევარი მილიონი ბავშვი ელოდება.
„ექიმის იქ (სკოლებში) ყოფნა დამატებითი ბერკეტი იქნება მოსწავლეებზე მზრუნველობის გასაზრდელად. 2021 წლის 15 სექტემბრიდან, იმ სკოლებში, სადაც უკვე 1000-ზე მეტი მოსწავლე ისწავლის სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფილი იქნება, ხოლო 2022 წლის 15 სექტემბრიდან დანარჩენი მოცულობის სკოლებში განევრცობა. გაჩნდება კიდევ ერთი სივრცე უმაღლეს და სპეციალურ საგანამანათლებლო ნაწილში, სადაც ექიმები შეიმოსებიან არამარტო პროფესიული ცოდნით, არამედ პედაგოგიური ცოდნითაც, რომ შემდეგ სკოლებში იქნება მათი შემოქმედების კიდევ ერთი გამოვლენა, რომ მოწაფეებთან არამარტო პროფესიული უნარ-ჩვევებით მივლენ, არამედ მათთვის გასაგები ახსნა- განმარტებებითაც“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, დღეისათვის, საჯარო სკოლის 2500 შენობიდან სამედიცინო კაბინეტი 532-ში ფუნქციონირებს, სადაც დასაქმებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი. ასევე, დღეის მდგომარეობით, სკოლის ექიმი სკოლის შტატგარეშე თანამშრომელია, რომლის ანაზღაურება შეადგენს 395 ლარს.
ინიციატივა ამ ცვლილების შესახებ წინა მოწვევის პარლამენტმა დაარეგისტრირა.
-
არაეთიკური საქციელი? – მოსწავლეები, მშობლები და კოლეგები მენტორი მასწავლებლის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ
by ARIS.GE-განათლება
-
ერთჯერადი გადაწყვეტილებით, 2026 წელს პირველ კლასში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები დარეგისტრირდებიან
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებო, თუ წელს დადგენილზე მეტ სტუდენტს მიიღებთ, ეს რაოდენობა მომავალ წელს მოგაკლდებათ – ცვლილება
by ARIS.GE-განათლება