GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მკითხველს კვარტალური გამოცემის საახალწო ნომერს სთავაზობს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მკითხველს კვარტალური გამოცემის საახალწო ნომერს სთავაზობს.

ახალ გაზეთში შეგიძლიათ, წაიკითხოთ დეტალური ინფორმაცია 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ.

კსუ-ის ჟურნალისტიკის საბაკალავრო, მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან, ზაზა ცოტნიაშვილთან ვრცელ ინტერვიუში გაიგებთ, როგორ შეიძლება დავიცვათ თავი საინფორმაციო ომში, რა გამოწვევების წინაშე აყენებს მოცემული რეალობა სახელმწიფოს და როგორია მედიასკოლების ჩართულობა აღნიშნულ პოროცესში.

ამას გარდა, აქვეა შესაძლებელი, მიიღოთ ინფორმაცია საერთაშორისო  ურთერთთანამშრომლობის, 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციისა თუ ქართული დიპლომატიის კვირეულის შესახებ.

კვარტალური გამოცემა მკითხველს საშუალებას აძლევს, გაიცნოს კსუ-ის წარმატებული კურსდამთავრებულები და აქტიური სტუდენტები, მათი შემოქმედება, მოსაზრებები და სამომავლო გეგმები.

იხილეთ კრებული

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური