GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების წარმატება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ჯგუფი “BRAVO” გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2021 წლის გლობალური სტუდენტური ლიგის (UNWTO STUDENTS’ LEAGUE) ონლაინ კონკურსში ჩაერთო, სადაც წარმატებით გადალახა მეორე ეტაპიც (21.06-06.07.2021) და 723 მონაწილე გუნდს შორის, 65 გამარჯვებულიდან 54-ე ადგილი დაიკავა.

გუნდის ხელმძღვანელია კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ლალი მიქელაძე, ხოლო გუნდის შემადგენლობაში შედიან სტუდენტები: ეთერ ბაციაშვილი, სალომე მანძულაშვილი, დიანა გრიგორიანი, დათო ბაღდოშვილი და გიგი ქებაძე.

წლევანდელი ლიგის თემატიკა იყო „სოფლის გამოწვევების დაძლევა ტურიზმის საშუალებით“, შესაბამისად კსუ-ს ეგიდით ჯგუფმა “BRAVO” წარადგინა ინოვაციური პროექტი – „ქართული მწვანე სოფელი მსოფლიოსთვის“ (Georgian Green Village for the World), რომელიც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის კურორტის, შოვის მდგრადი უნიკალური ტურისტული დესტინაციის განვითარების კონცეფციას მოიცავდა.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტური ლიგის მეორე ეტაპი დატვირთული იყო საინტერესო ონლაინ ტრენინგებით, სადაც კსუ-ს სტუდენტებმა დიდი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

გამოვლენილი წარმატებული პროექტებიდან ინოვაციური და კრეატიული იდეები გათვალისწინებული იქნება ორგანიზაციის საქმიანობაში მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რექტორატი ულოცავს ჯგუფის ხელმძღვანელსა და თითოეულ წევრს აღნიშნულ შედეგს და წარმატებებს უსურვებს მათ სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში!

იხილეთ შედეგები ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური