GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა იორდანიულ კომპანია Al Ettihad University Services Co-სთან ხელშეკრულება გააფორმა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და იორდანიულ კომპანია Al Ettihad University Services Co-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც უნივერსიტეტის ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში აღიარებას და ეგვიპტის მოქალაქეობის მქონე სტუდენტების მოზიდვას ეხება.

პარტნიორ კომპანიასთან შეხვედრაზე შეჯამდა არსებული შედეგები და სამომავლო გეგმების და პრიორიტეტების განხილვა მოხდა.

ხელშეკრულებას ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ და Al Ettihad University Services Co-ს დირექტორმა, რიად მუფლეჰ ოდეტალაჰ აჯარმეჰმა მოაწერეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური