GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „საქმიანი ტურიზმი“

9 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Grata DMC-ის დირექტორისა და საქართველოს საქმიანი ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებლის – ირმა კოდუას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „საქმიანი ტურიზმი“.

მომხსენებელმა ლექციის მსვლელობისას განმარტა საქმიანი ტურიზმის ცნება, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას, შემადგენელ კომპონენტებსა და საქართველოს განვითარების პოტენციალს საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში, აუდიტორიას გაუზიარა საქმიანი შეხვედრების სპეციფიკა, ასევე ისაუბრა სტანდარტული ტურიზმისა და საქმიანი ტურიზმის განმასხვავებელ ფაქტორებზე.

საჯარო ლექციაზე ასევე განიხილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს საქმიანი ტურიზმის ასოციაციას შორის მემორანდუმის გაფორმების საკითხიც, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შემეცნებითი სახის ღონისძიებები და ორგანიზაცია შეადგენს სტაჟირების პროგრამებს კსუ-ის სტუდენტებისთვის.

ღონისძიებას, რომელიც კსუ-ის ტურიზმის ლაბორატორიის ორგანიზებით ჩატარდა, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური