კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა SANGU-სა და Northern Kentucky University -სგან
პირველად საქართველოში!
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნა ხარისხიანი განათლებისა და მომავლის პროფესიის მიღების ახალი ექსკლუზიური შესაძლებლობა: ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა – კიბერუსაფრთხოება.
Northern Kentucky University-ს კიბერუსაფრთხოების პროგრამა აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ.
სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრიატდამთავრებულთათვის.
კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.
სწავლის პერიოდში სტუდენტები გაემგზავრებიან ამერიკაში, მოისმენენ ლექციებს, გაივლიან პრაქტიკას, იცხოვრებენ NKU-ს კამპუსთან. ამერიკელი პროფესორები წელიწადში ორჯერ ეწვევიან სანგუ-ს და ჩაატარებენ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს.
პროგრამაზე რეგისტრაცია მიდინარეობს 19 სექტემბრის ჩათვლით.
- აშშ-ში ვიზიტით იმყოფება SANGU-ს დელეგაცია by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- 8 ოქტომბერს SANGU-ში სტუდენტური დასაქმების ტრადიციული ფორუმი გაიმართება by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- SANGU-ს კურსდამთავრებული მაგისტრის მიმართვა პირველკურსელებს – „თქვენ ხართ ის, ვინც…“ by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი