კომაროვის საჯარო სკოლაში მისაღები გამოცდები 24 ივლისს ჩატარდება – გამოცდაზე მოქცევის წესები
24 ივლისს თბილისის №175 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ №199 საჯარო სკოლის მე-7 კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა შესარჩევი გამოცდა ჩატარდება.
გამოცდა 10:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეები საგამოცდო ცენტრებთან 09:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ და თან იქონიონ სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს (მათ შორის საათის), გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
გამოსაცდელი ვალდებულია, დაიცვას ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები: ატაროს პირბადე, საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირებისაგან დაიცვას სოციალური დისტანცია და დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით მითითების შესაბამისად.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი