GE

კონფლიქტის მართვის ტრეინინგი

იუსტიციის სახლში მიმდინარეობს კონფლიქტის მართვის ტრეინინგი, რომელშიც მონაწილეობას იუსტიციის სახლის თანამშრომლები იღებენ.

ტრეინინგი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის კონფლიქტის მართვისათვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიწოდებას.
ტრეინინგის განმავლობაში მონაწილეები ეცნობიან შემდეგ თემატიკას:

რა არის კონფლიქტი
კონფლიქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები
კონფლიქტის დინამიკა
კონფლიქტის წყაროები და ტიპები
კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიები
მოლაპარაკებების წარმოება

ტრეინინგი ინტერაქტიულია. მონაწილეები ჩართულნი არიან პრაქტიკულ სავარჯიშოებში, დისკუსიებსა და როლურ გათამაშებებში.

იუსტიციის სასწავლო ცენტრში კონფლიქტის მართვის ტრეინინგები 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მთლიანობაში იუსტიციის სახლის 250 თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური