GE

კსუ-ის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საზაფხულო სკოლაში

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში კსუ-ის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ერთკვირიან საზაფხულო სკოლაში „დავუბრუნდეთ წარსულს“.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს.

დაფინანსება: სრული
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 8
საზაფხულო სკოლის ჩატარების თარიღი და ადგილი: 17.07-22.07.2017, RadzyńPodlaski, პოლონეთი

სამუშაო ენა: ინგლისური
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28.06.2017

განაცხადების მიღება:
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე irs@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ:

  • CV (ინგლისურ ენაზე)
  • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)

აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ – საზაფხულო სკოლა „დავუბრუნდეთ წარსულს“.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური (515-ე ოთახი),  irs@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური