GE

კსუ-მ და Grant Thornton Georgia-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

9 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Grant Thornton Georgia შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გრანთ თორნთონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეთა მიზნებია ურთიერთთანამშრომლობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებთან (მათ შორის, ბიზნესის, სამართლის და სხვ.) საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება-გაუმჯობესების მიზნით და, აღნიშნული თვალსაზრისით, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებაში წვლილის შეტანა, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური კადრების მომზადების ხელშეწყობა, კვალიფიციური კადრებით შრომის ბაზრის უზრუნველყოფა, ურთიერთთანამშრომლობის ისეთი სისტემის ფორმირება, რომელიც შეესაბამება განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე კარიერული წინსვლის მოთხოვნებს.

პარტნიორობა ითვალისწინიებს ახალ შესაძლებლობებს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და სტაჟირებას, ვაკანტური პოზიციის შესაძლებლობის მიხედვით; სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და აქტივობებს (სემინარები, ლექციები, პრეზენტაციები, კონფერენციები, მასტერკლასები, ვორკშოპები, ტრენინგები, პანელური დისკუსიები და ა.შ.); სოციალური და მარკეტინგული აქტივობების ერთობლივად დაგეგმვას, ორგანიზებასა და თანამონაწილეობას.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური