GE

კსუ-მ მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში კანცლერის მრჩეველი, ზვიად გაბისონია წარადგინა

18 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში კანცლერის მრჩეველი, ზვიად გაბისონია წარადგინა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე ზვიად გაბისონიამ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, სადაც ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გამახვილდა.

მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით იგეგმება კვლევების ინტერნაციონალიზაციის გაფართოება ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: საფრანგეთი, ჩინეთი, გერმანია; ერთობლივი სადოქტორო პროგრამის დაგეგმვა და უცხოელი მეცნიერების/პროფესორების მოწვევაში მხარდაჭერა; ფაკულტეტის კვლევების პოპულარიზაცია და ინოვაციური პროექტების განხორციელება; ქართული ქვევრის ღვინისა და ვაზის ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია; თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვაში მხარდაჭერა.

სამართლის სფეროში იგეგმება ფაკულტეტის კვლევების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა და მემორანდუმები ერთობლივ კვლევებზე ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩინეთი; სამართლის სფეროს მეცნიერების საჯარო ლექციები სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის; სამართლის ახალი დარგების შესახებ (ტექნოლოგიების სამართალი; ხელოვნური ინტელექტის სამართალი; ინტერნატ სამართალი და ა.შ.) საჯარო ლექციები და ვორქშოპები ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით.

პრეზენტაციას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური