კსუ-ში გაზაფხულის სეზონის ინტელექტუალური თამაშები ყოველკვირეულად იმართება
კსუ-ის ინტელექტკლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაზაფხულის სეზონის ინტელექტუალური თამაშები ყოველკვირეულად იმართება.
31 მარტს შეჯიბრი, სახელწოდებით, ,,ინტელექტუალური დუელი“ გაიმართა, რომლიც კსუ-ის ინტელექტკლუბის საავტორო პროექტია და უნივერსიტეტის მასშტაბით პირველად განხორციელდა. თამაშის ფორმატი შოუს ელემენტებს გულისხმობს და ტრადიციული ინტელექტუალური დუელებისგან წესებითა და ფორმით განსხვავდება.
შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა ოთხმა გუნდმა მიიღო. თამაშის ფინალურ ეტაპზე დაძაბულ ბრძოლაში, დამატებითი კითხვების დასმის გზით, ფინალურ ეტაპზე ,,ხეჩო და ბავშვები“ გადავიდნენ და გამარჯვებულის ტიტულისათვის ბრძოლაში ,,ნიკეს“ შეხვდნენ.
,,ინტელექტუალური დუელის“ გამარჯვებულები, ,,ხეჩო და ბავშვები“ გაზაფხულის სეზონის თამაშების დასრულების შემდგომ საზეიმოდ დაჯილდოვდებიან.
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოსა და სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი