გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღირსეულად იასპარეზეს.
უნივერსიტეტის მიერ 14 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინდივიდუალურ ჩათვლაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს შემდეგმა სტუდენტებმა:
- გიორგი ლურსმანაშვილი (80 კგ) – ოქროს მედალი;
- მურაზი ბუჟღულაშვილი (60 კგ) – ბრინჯაოს მედალი;
- რატი ჩუტკერაშვილი (90 კგ) – ბრინჯაოს მედალი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მაღალი სპორტული მომზადება, ერთიანობა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, რის შედეგადაც გუნდურ ასპარეზობაში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და უსურვებს მათ შემდგომ პროფესიულსა და სპორტულ წარმატებებს.
ცნობისთვის, პროექტი „სტუდფესტი 2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ რუსთავის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი